საოფისე კურსი - Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Internet, E-Mail)
საოფისე კურსის გავლა სჭირდებათ მათ, ვინც ეს - ესაა დაიწყო კომპიუტერის გამოყენება ან სჭირდება სამსახურში, სადაც კომპიუტერის შესაბამისი პროგრამების ცოდნას მოითხოვენ, ან შეიძინა კომპიუტერი და მისი ზოგადად გამოყენება ესაჭიროება. 1
✧ Windows 10 _ის დანიშნულება და მისი გამოყენების სფერო; მომხმარებლის კომპიუტერის შესახებ ინფორმაციის მიღება; ვინდოუსის ფანჯრის ელემენტები; ფანჯრის ზომების და ადგილმდებარეობის ცვლა; ნავიგაციის ღილაკები; მენიუს ბრძანებები; მენიუს გახსნა და დახურვა; ფანჯრებს შორის გადართვა; სამუშაო მაგიდა; მენიუ "სტარტ"_ი; დოკუმენტის გახსნა, რომელთანაც ბოლო ხანს მუშაობდით; მენიუ "სტარტ"_ის დაყენებები; საათის პარამეტრების ცვლა; სამუშაო მაგიდის გაფორმება და თემების არჩევა; სამუშაო მაგიდაზე იკონების დასმა; ეკრანის პარამეტრების დაყენება; საქაღალდის შექმნა, სახელის დარქმევა და შეცვლა; გზა ფაილამდე; ფაილების და საქაღალდეების გრაფიკული გამოსახვა; კონტექსტური მენიუ; დისკზე ინფორმაციის ძებნა; ფაილის გასახსნელად პროგრამის არჩევა; ფაილის მონიშვნა, გადაადგილება, კოპირება, წაშლა; წაშლილი ფაილის ან საქაღალდის აღდგენა; ვინდუსის სტანდარტული პროგრამების: ბლოკნოტის, კალკულატორის, მედია ფლეიერის ზოგადი მიმოხილვა.
✧ პროგრამა Word _ის გამოყენების სფერო, მისი გაშვება; ფანჯრის ელემენტები; დოკუმენტის დათვალიერების რეჟიმები; მასშტაბის ცვლა; დოკუმენტის შექმნა; ტექსტის აკრეფვა და აბზაცებად დაყოფა; ჩასმის და შეცვლის რეჟიმები; შეცდომების შესწორება დოკუმენტში (რედაქტირება); შრიფტის ფერის, ზომის, მოხაზულობის ცვლა; მოქმედებების გაუქმება; მონიშვნები; გაცვლის ბუფერი; კოპირება და გადაადგილება; ძებნა რაიმესი და მისი შეცვლა დოკუმენტში; ფორმატირება; გრამატიკული შეცდომების შესწორება; სინოიმების ძებნა; სიმბოლოების ჩასმა; ცხრილების შექმნა და რედაქტირება; სვეტების და სტრიქონების ჩამატება - ფორმატირება; სურათის ჩასმა; სურათის ფორმატირება; სიების შექმნა და მათი ფორმატირება; სტილები და მათი გამოყენება; ფურცლის გაყოფა; ნუმერირება; კოლონტიტულები; ფურცლის ორიენტაციის და პარამეტრების ცვლა; ბეჭდვის პარამეტრები და ამობეჭდვის წინ დოკუმენტის წინასწარი დათვალიერება.
✧ პროგრამა Excel _ის დანიშნულება; მისი გაშვება და ფანჯრის ელემენტები; ფურცლები და დავთრები (წიგნები); ფურცლების ჩამატება, სახელის შეცვლა, კოპირება ან გადაადგილება სხვა დავთარში; ფურცლის მაშტაბირება; ფანჯრის დაყოფა სხვადასხვა არეებად; დავთრებს შორის გადაადგილება; დოკუმენტის შექმნა; უჯრაში მონაცემების შეტანა; ტექსტის და რიცხვების შეტანა; რიცხვების გამოსახვის ფორმატები; დროის და თარიღის ჩასმა; გამეორებადი ჩანაწერის ავტომატიზაცია; მონაცემების შესწორება; უჯრის, სვეტის, სტრიქონის, ფურცლის, დავთრის მონიშვნები; უჯრის შემადგენლობის კოპირება ან გადაადგილება; უჯრების ან დიაპაზონის კოპირება და გადაადგილება; პროგრესიის შექმნა; უჯრების, სვეტების და სტრიქონების ჩასმა; სპეციალური ჩასმა ან წაშლა; სახელის დანიშვნა უჯრისთვის ან დიაპაზონისთვის; მონაცემების ძებნა და შეცვლა; სიმბოლოების შეცვლა; უჯრების ფორმატირება; ინფორმაციის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გასწორება უჯრაში; უჯრისთვის საზღვრების გაკეთება და მათი ფორმატირება, ზომების ცვლა; ფორმატის კოპირება; სტილების გამოყენება; უჯრის, ფურცლის, ან დავთრის დაცვა; დაცვის მოხსნა; ფორმულების გამოყენება; ფორმულის შეტანა უჯრაში; აბსოლუტური და ფარდობითი მისამართები; შეკრების სხვადასხვა გზები; დროსთან და თარიღთან სამუშაო ფუნქციები; ავტოკორექცია ფორმულების შეტანისას; ფორმულის კოპირება; გამოთვლებში შეცდომების აღმოჩენა და შესწორება; უჯრების დაფიქსირება, რომლებიც გამოთვლებში ღებულობენ მონაწილეობას; სხვადასხვა ტიპის დიაგრამების აგება; დიაგრამისთვის უჯრის, სათაურის, საკოორდინატო ღერძების სახელების, რიცხვითი მნიშვნელობების გამოსახვა; დიაგრამების რედაქტირება და ფორმატირება; რიცხვებზე დაყრდნობით დიაგრამის შექმნა; მონაცემთა ბაზის შექმნა; მოცემული პირობებით მონაცემთა ძებნა; ფილტრები; მონაცემთა კონსოლიდაცია; ფურცლის პარამეტრების დაყენება; ამოსაბეჭდი დიაპაზონის არჩევა; თითოეულ ფურცელზე ერთიდაიგივე სვეტების და სტრიქონების ამობეჭდვა; ამობეჭდვის წინ დათვალიერება და ბეჭდვის პარამეტრების დაყენება.
✧ პროგრამა PowerPoint-ის დანიშნულება; სლაიდების, პრეზენტაციების შექმნა და მათი ანიმირება. ეფექტების დამატება და საბოლოო შედეგის ვიდეო ფაილად შენახვა;
✧ პრაქტიკული: პრეზენტაციის შექმნა; სლაიდშოუს შექმნა; პარალაქსის ეფექტის შექმნა.
ბროუზერის გაშვება დ მისი ფანჯრის მიმოხილვა; ინსტრუმენტების პანელი; მდგომარეობის ზოლი; საწყისი გვერდი; ვებ გვერდების დათვალიერება; მისამართის აკრეფვა; ნანახი გვერდის შენახვა; ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა; ისტორიის პანელი; ინფორმაციის ძებნა საძიებელი სისტემების დახმარებით; ეკრანული შრიფტის და კოდირების არჩევა; სასურველი ტექსტის, მუსიკის, სურათის ან ვიდეოს გადმოწერა.
ფოსტის რეგისტრაცია საკუთარი მისამართის შექმნისათვის; მიღებული წერილების დათვალიერება და პასუხის გაგზავნა; ახალი წერილის შექმნა; არსებული წერილების წაშლა ამორჩევით; წერილის შენახვა; ფაილის მიბმა წერილზე და გადაგზავნა.
ექსელის კურსი (Microsoft Excel 2019)
✧ პროგრამა Excel _ის დანიშნულება; პროგრამის ფანჯარა, ინტერფეისი; ექსელის დავთრის შექმნა, გახსნა, შენახვა, დახურვა; სამუშაო არის შენახვა; ფაილის სახელის შეცვლა, გადაადგილება, კოპირება, წაშლა; დათვალიერების რეჟიმები; დავთრების ფანჯრების მართვა; პროგრამის პარამეტრები; მაგალითები (დავალებები).
✧ ელექტრონული ცხრილის უჯრებში ნავიგაცია; უჯრების მონიშვნა, დიაპაზონის მონიშვნა, სვეტების და სტრიქონების დიაპაზონის მონიშვნა, უჯრის შემადგენლობის მონიშვნა, უჯრების მონიშვნა მოცემული კრიტერიების მიხედვით; უჯრაში მონაცემთა შეტანა და რედაქტირება. უჯრების გასუფთავება; მონაცემთა ტიპები; ზოგადი ფორმატი, ტექსტი, ტექსტის გარდაქმნა რიცხვით მნიშვნელობად; ფინანსური, პროცენტული, ექსპონენტური, წილადი, მთელი და რიცხვითი ფორმატები; დროის და თარიღის ფორმატი; სამომხმარებლო ფორმატი; ავტოდამთავრება; სამომხმარებლო სიების შედგენა; უჯრების გადაადგილება ან კოპირება. გადაადგილების და კოპირების სხვადასხვა ვარიანტები; სპეციალური ჩასმა. გაცვლის ბუფერის გამოყენება; უჯრების ჩასმა ან ამოშლა, უჯრების გაერთიანება; მაგალითები (დავალებები).
✧ უჯრების დაფორმატება, შრიფტის და მისი პარამეტრების დანიშვნა; უჯრის შემადგენლობის გასწორება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური გასწორებები; ტექსტის მოტრიალება; საზღვრები და მათი ფერით გაფორმება. საზღვრების დამატება, უჯრების გაფერადება; უჯრის ფორმატირების სტილები და მათი გამოყენება, სტილების შექმნა; პირობითი ფორმატირება; გისტოგრამის ფორმატირება, ორფერიანი და სამფერიანი შკალით ფორმატირება; ნიშნებით და მნიშვნელობებით ფორმატირება; უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობებით ფორმატირება; უნიკალური ან გამეორებადი მნიშვნელობების ფორმატირება; პირობითი ფორმატირება ფორმულების გამოყენებით; პირობითი ფორმატირების წაშლა, კოპირება, ძებნა; სვეტების და სტრიქონების დაფორმატება: მათი ზომების ცვლა ან ავტომატური არჩევა ან ზუსტი მნიშვნელობების მინიჭება; ცხრილების ფორმატირება; ცხრილის უჯრების დიაპაზონისთვის სტილის დანიშვნა, საკუთარი სტილის შექმნა ან წაშლა; დავთრის გაფორმების თემები: ფერების, შრიფტის, ეფექტების დაყენება; უჯრისთვის შენიშვნის დამატება; შენიშვნის დათვალიერება, კოპირება, წაშლა, ამობეჭდვა, დაფორმატება; მართლწერის შემოწმება; სამუშაო ფურცლების მართვა; მაგალითები (დავალებები).
✧ ფორმულები და ფუნქციები; არითმეტიკული და შედარების ოპერატორები; ოპერატორების შესრულების თანმიმდევრობა; გაერთიანების ტექსტური ოპერატორი; ლინკების ოპერატორები; აბსოლუტური და ფარდობითი მისამართები, სხვა დავთრიდან უჯრაზე გადამისამართება (ლინკი); უჯრის დიაპაზონის შეცვლა ფორმულებში; მნიშვნელობების მასივი სახელები ფორმულებში; სახელების დარქმევა და ფორმულებში შეტანა; ყველა ფორმულის გამოტანა, ჩვენება; ექსელის ჩაშენებული ფუნქციები; ფორმულაში ფუნქციის დამატება; შეცდომები ფორმულაში; შეცდომის ტიპები და მათი შესწორების საშუალებები; რთული ფორმულების თანმიმდევრობითი გამოანგარიშება; შეტანილი მონაცემების ზღვარი; მაგალითები (დავალებები).
✧ ექსელის ცხრილები; ცხრილების შექმნა, ფორმატირება, წაშლა; უჯრების ფორმატირება; ცხრილის ზომების ცვლა, სვეტების და სტრიქონების დამატება; მსგავსი სტრიქონების ამოშლა; ცხრილში მონაცემებთან მუშაობა; გამოანგარიშებადი სვეტის შექმნა ან წაშლა; საბოლოო მნიშვნელობის დაანგარიშება; დიაპაზონის სორტირება; სორტირების ტიპები; შესაძლო პრობლემები სორტირებისას; ფილტრაცია: ავტოფილტრი და დამატებითი ფილტრები. დამატებით ფილტრში ერთი ან რამოდენიმე შერჩევის პირობის გათვალისწინება; ცხრილების ბეჭდვა; მაგალითები (დავალებები).
✧ დიაგრამების შექმნა; მათი ტიპები: გისტოგრამა, გრაფიკული, მრგვალი, ხაზური, წერტილოვანი და სხვა; დიაგრამების რედაქტირება და ფორმატირება; დიაგრამის ელემენტების ფორმატირება, დამატება, წაშლა; დიაგრამის მონაცემების ცვლა; დიაგრამის სტილები და შაბლონები; დიაგრამის შაბლონის სახით შენახვა; მაგალითები (დავალებები).
✧ მონაცემთა ანალიზი; ავტოგამოანგარიშება; ცხრილების სტრუქტურირება; სტრიქონებიდან და სვეტებიდან მრავალდონიანი სტრუქტურის შექმნა; მონაცემთა კონსოლიდაცია; კონსოლიდაცია ფორმულების, ადგილმდებარეობის, კატეგორიების მიხედვით; არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიის შექმნა; მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტი; პარამეტრის შერჩევა; მაგალითები (დავალებები).
✧ გრაფიკული ობიექტები; სურათის, კლიპის, ტექსტის და ობიექტების ჩასმა ფურცელში; სურათის პარამეტრები და რედაქტირება: ჩამოჭრა, განათება, კონტრასტულობა; სურათის სტილები; სურათის ხარისხის მართვა; ობიექტისთვის ზომების ცვლა, გადაადგილება და ერთმანეთზე მოთავსება; კლიპების დამატება; ავტოფიგურების დამატება: ხაზები და მათი რედაქტირება; ფიგურების ხაზებად გადაქცევა; ტექსტი ფიგურის შიგნით, ფიგურის სტილები; WordArt-ის ტექსტის შექმნა და მისი რედაქტირება, ფორმატირება, სტილები; ტექსტის ფერის ჩასხმა, კონტურები და ანიმაცია; OLE ობიექტების დამატება; მაგალითები (დავალებები).
✧ ამობეჭდვა და მისი დიალოგიური ფანჯარა, ამოსაბეჭდი გვერდის პარამეტრები; ზომების დაყენება; კოლონტიტულის ტექსტის დამატება ან შეცვლა; სტანდარტული კოლონტიტულის დამატება; კოლონტიტულის ტექსტის ფორმატირება; ამობეჭდვის წინ წინასწარი დათვალიერება; მაგალითები (დავალებები).
✧ მონაცემთა დაცვა; ფურცლისა და მისი ელემენტების დაცვა; დავთრის ფანჯრის და სტრუქტურის დაცვა; დავთრის ფაილის დაცვა; დავთარზე უფლებების პარამეტრები; დაცულ ფურცელზე უჯრების რედაქტირება; განსაზღვრული მომხმარებლებისთვის უჯრის დიაპაზონების რედაქტირების ნებართვის მიცემა; მონაცემთა იმპორტი; ფაილის გახსნისას ავტომატური განახლება; ტექსტური ფაილიდან მონაცემთა იმპორტი. მაგალითები (დავალებები).
კურსის გრაფიკი: | საოფისე კურსი | ექსელის კურსი |
---|---|---|
კურსის ხანგრძლივობა: | 18 სთ (12 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ) | 12 სთ (8 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ) |
ჯგუფში რაოდენობიდან გამომდინარე კურსის სრული ფასი თითოეული მოსწავლისთვის: | ინდივიდუალური:470 ლ; 2 მოსწ. - 390 ლ; 3 მოსწ. - 330 ლ; 4 მოსწ. - 300 ლ |
ინდივიდუალური:420 ლ; 2 მოსწ. - 350 ლ; 3 მოსწ. - 330 ლ; 4 მოსწ. - 300 ლ |
გრაფიკი (დღეები, საათები): | კვირაში სამჯერ დღეგამოშვებით ან ურთიერთშეთანხმებით | |
ანგარიშსწორება: | 50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე | 50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე |
კურსის დაწყების დრო (ჯგუფში ჩაწერა ხდება წინასწარ): | ინდივიდუალურად - შეთანხმებით; ჯგუფში - შევსებისთანვე |
მსგავსი თემები:
ინდიზაინის კურსი (Adobe Indesign CC 2024)« დაბრუნება »