მარველოუს დიზაინერის სწავლა - მარველოუს დიზაინერის კურსი - სამოსის მოდელირება marvelous designer -ში 


მარველოუს დიზაინერის სწავლა - მარველოუს დიზაინერის კურსი - სამოსის მოდელირება marvelous designer -ში (ვერსია 7.5)

მარველოუს დიზაინერის სწავლა - მარველოუს დიზაინერის კურსი - სამოსის მოდელირება marvelous designer -შიMarvelous Designer -ი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა ტანსაცმლის მოდელირებისთვის 3D დიზაინერებისთვის და მოდელიორებისთვის. ამ პროგრამის დახმარებით შესაძლებელია ტანსაცმლის მოდელების შექმნა სხვა დამხმარე პროგრამების გამოყენების გარეშე პოლიხაზების, მრუდეების და ნაკერების გამოყენებით. ნებისმიერი ცვლილება მაშინვე აისახება ტანსაცმლის 3D მოდელზე რეალურ დროში. ასევე მას იყენებენ ფარდების, გადასაფარებლების და სხვა მსგავსი მოდელების შესაქმნელად.

კურსით შეისწავლება:

✧ პროგრამა Marvelous Designer -ის დაყენება საკუთარ კომპიუტერში;
✧ პროგრამის ინტერფეისი და ფანჯრები;
✧ იუბკის შექმნა, ტექსტურის დადება;
✧ ფერი და ტექსტურა ნაჭერზე. შარვლის ან ბრიჯების შექმნა. წელზე სარტყელის შექმნა შარვლის ფიქსირებისთვის. ცალკეული წერტილების ფიქსირება ან ფიქსირების გაუქმება;
✧ ავატარის (მანეკენის) ზომები. ავატარის ზომების შეცვლა. ავატარის შენახვა;
✧ ავატარის პოზის შეცვლა, შენახვა და ჩატვირთვა;
✧ ტანსაცმლის ავატარის ტანისგან დაშორება (Skin Offset);
✧ განთავსების წერტილები: მათი დამატება, შენახვა, წაშლა;
✧ შემომსაზღვრელი მოცულობის შექმნა, შენახვა, წაშლა;
✧ ინსტრუმენტებთან მუშაობა;
✧ შევქმნათ კაბა 3d მოდელისთვის. ტანსაცმლის დეტალების აქტივაცია და დეაქტივაცია;
✧ კაბისთვის რამოდენიმე რიგი ტალღოვანების გაკეთება;
✧ ჟაკეტის შექმნა და ღილის მიკერება;
✧ ნაჭერის დეტალიზაციის გაზრდა;
✧ ნაჭერის სისქის რეგულირება;
✧ ნაჭერის ფიზიკური თვისებები. სხვა 3D ობიექტის შემოტანა პროგრამაში;
✧ ბალიშის და გადასაფარებლის შექმნა;
✧ ანიმაცია. მოძრაობის ფაილის გამოყენება. ნაჭერის ანიმაციის ჩაწერა. რჩევა: როგორ მოვიქცეთ, რომ ტანსაცმელი არ ჩაცურდეს ავატარის ტანიდან;
✧ 3D მოდელის ექსპორტი Marvelous Designer-დან 3Ds Max პროგრამაში ან გრაფიკის სხვა პროგრამაში, ნაჭერის ანიმაციის ექსპორტი;
✧ 3Ds Max პროგრამიდან პერსონაჟის ანიმაციის ექსპორტი Marvelous Designer-ში;
✧ ქარის ეფექტი. იატაკთან შეხების სიმაღლის შესწორება. ფონის სურათის შეცვლა;
✧ სხვა მარტივი პროგრამის გამოყენება სხვა პერსონაჟის შექმნისათვის.



მოსწავლეთა ნამუშევრები მარველოუს დიზაინერში:


 

 

ტანსაცმლის ჩვენება

 

 



 

Marvelous Designer-ის კურსის გრაფიკი
კურსის ხანგრძლივობა:15 სთ (10 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)
ჯგუფში ჩაწერილი მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე კურსის სრული ფასი: ინდივიდუალური:250 ლ;
2 მოსწ. - 200 ლ;
3 მოსწ. - 170 ლ;
4 მოსწ. - 140 ლ
გრაფიკი (დღეები, საათები):კვირაში სამჯერ დღეგამოშვებით ან ურთიერთშეთანხმებით
ანგარიშსწორება:50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე
კურსის დაწყების დრო
(ჯგუფში ჩაწერა ხდება წინასწარ):
ინდივიდუალურად - შეთანხმებით;
ჯგუფში - შევსებისთანვე
ფასდაკლება: ფასდაკლება მოქმედებს თქვენს მიერ მოყვანილის იგივე ჯგუფში ჩაწერისას და თითოეულ მოყვანილზე შეადგენს 10 %-ტს თქვენთვის

« დაბრუნება »

სხვადასხვა